ყველასთვის ნაცნობი სიტყვა ''მელირება''  რამდენად ხშირად მიმართავთ თქვენი თმის ოსტატს ამის გასაკეთებლად და ალბათ არც ფიქრობთ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს მელირება,
იმედია ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაგიჩდებათ სურვილი მოსინჯოთ თქვენ თმაზე რაღაც ახალი მე კი ამ შემთხვევაში დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.

gallery/7

   ''მელირება'' ეს თმის შეღებვაა ზოლებად, პროცესი შედგება 3 თვისებით:
1) ნატურალური თმის ფერი,
2) მელირების ფერი,
3) მელირების სიხშირე,
ასე რომ მისი საბოოლო რეზულტატი დამოკიდებუილია ზემოთ აღნიშნულ ტხნიკის მიხედვით.

მელირება თმას ანიჭებს ვიზუალურ მოცულობას და ფერის სიღრმეს, ამ დროს გამოიყენება სხვა და სხვა თმის გამაღიავებელი პრეპარატები ან ღია ფერის საღებავები. 

მელირების დროს საგრძნობლად იცვლება ადამიანის იმიჯი და რამდენადაც ლამაზი შეიძლება იყოს იმდენად ტრაგიკულიც შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი ქალბატონებისთვის, ამიტომაც არის საჭირო რო იცოდეთ როგორ რეზულტატს გინდათ მიახწიოთ  უმჯობესია ენდოს გამოცდილ თმის ოსტატს.

 მელირება გვაძლევს საშვალებას
-ვებრძოლოთ ჭაღარას,
-შევცვალოთ იმიჯი მოდური ტენდეციით,
-გავაუმჯობესოთ ბუნებრივი ფერი, დავამატოთ საინტერესო ნიუანსები,
-დავამატოთ ვიზუალური მოცულობა,
-შეცვალოთ თქვენი ბუნებრივი მუქი ფერი უფრო ღიაზე და ნაკლებად დაიზიანოთ თმა,
-ეტაპობრივად დაუბრუნდეთ ქერა ფერიდან უფრო მუქ ფერებს.

   მელირება უფრო ლამაზია როდესაც თმა დეგრადირებულია, აჩეხილია. არის შემთხვევებიც როდესაც თმა მთლიანად ქერად შეღებილია ისეთი ეფეკტური არ იყოს როგორც მელირება იგივე ფერში.

   მოგესენებათ სილამაზის სფეროში ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი მთავარია ის სწორად იყოს შერჩეული და სწორად გამოყენებული,
მე ჩამოვწერ თუ როგორი სახეობის მელირება არსებობს და უფრო ზუსტატ რომელი მეთოდით არის ამ ეტაპზე ყველაზე პოპულიარული.

gallery/5

კლასიკური მელირება

 
რომელიც ხდება ფოლგით და ხშირ შემთხვევაში მოვერცხლისფროა

gallery/89283312

მელირება ბალაიაზ
ეს მელირება კეთდება თმის ბოლოებზე მხოლოდ და გამოიყენება როგორც ფოლგა ან უფოლგოდ ხშირ შემთხვევაში არაკონტრასტულია

gallery/schadyaschee-melirovanie-osvetlenie-okrashivanie-volos-44

 ბრონდირება
ეს არის ერთგვარი მელირება რომელიც ხდება მაქსიმალურად ბუნებრივად და უფრო ეფექტურია ბუნებრივ თმაზე ზოგჯერ მელირების მერე იღებება თმა მთლიანად და მელირებაც მეტ ნაკლებად ჩანს

gallery/325c57daeae939612ac2acaeac75e705

           OMBRE
ამ სახის მელირება არცერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა როგორც წესი არ არსებობდა ოფიციალურად, ომბრე კალიფორნიის სანაპიროდან გახდა ჩვენთვის ცნობილი როდესაც როდესაც ქალბატონები ირუჯებოდნენ მზეზე თმის ბოლოებიც თავისთავად ხუნდებოდა, თვით სახელი ომბრე ფრანგული ენიდან მოდის. ომბრე არ არი კონტრასტული და ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს თმები გახუნებულია

gallery/ombre-hair-8

          SOMBRE
მელირება რომელიც განვითარდა ომბრეს შემდეგ და დაერქვა სახელი SOFT OMBRE შემცირებულად მას სომბრეს უწოდებენ ეს იგივე ომბრეა ოღონც აქ გადასვლა მეორე ფერზე საერთოდ არ არი ინტესიური

gallery/sombre-ombre-balayage-hair11

ამ ეტაპზე ამ მელირების ჯგუფი ყველაზე პოპულარულია რა თქმა უნდა არსებობს უამრავი კიდე ბევრი სახეობის თმის კორექცია და უამრავი ფერის პალიტრა რომელიც შეიძლება გამოიყენოს მელირების დროს მე ყოვეთვის ვეცდები რო ჩემი მომხმარებლები მოდას არ ჩამოვაცილო.